Neweurope: საქართველო განიხილება, როგორც ნატო-ს ყველაზე ახლო ოპერაციული პარტნიორი

“საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, ძალიან ძველი ისტორიის მიუხედავად. ამ გაგებით ის ევროკავშირის მრავალი წევრი ქვეყნის მსგავსია. ახალგაზრდა დემოკრატიები არ არის სრულყოფილი. ისინი განსხვავებულად ვითარდებიან და ყველას გასათვალისწინებელი აქვს უნიკალური კულტურული და გეოპოლიტიკური კონტექსტი".

მაშინ, როცა საქართველო იკვალავს თავის გზას, მთავრობას სჭირდება და იმსახურებს მხარდაჭერასა და მეგობრობას ლონდონიდან, პარიზიდან, ბრიუსელიდან, ბერლინიდან, ვარშავადან და ევროპის სხვა მნიშვნელოვანი დედაქალაქებიდან,- გამოცემა ,”NEWEUROPE”  სტატიას სახელწოდებით “საქართველოს დაახლოვება ევრო-ატლანტიკურ ოჯახთან“ აქვეყნებს.

“საქართველოს აქვს ორმხრივი ხელშეკრულებები ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ 32 ქვეყანასთან, ისევე როგორც თავისუფალი ვაჭრობის მრავალი ხელშეკრულება, მათ შორის ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან 2014 წლის ივნისიდან. 2019 წლის ოქტომბერში ბრიტანეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

აზერბაიჯანის გარდა, გაერთიანებული სამეფო არის საქართველოს პირდაპირი გლობალური ინვესტიციის უმსხვილესი წყარო. რუსეთი დაჟინებით ეჭიდება XIX საუკუნის არქაულ პოლიტიკას „გავლენის სფეროებზე“ და ვერ აცნობიერებს, რამდენად შეიცვალა სამყარო, მაგრამ გრძნობს დასავლეთის მხრიდან თავდაჯრებულობის ნაკლებობასა და არეულობას. რუსეთის მიერ ინსპირირებულმა სეპარატისტულმა კონფლიქტმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით მწარე მოგონებები დატოვა საქართველოში სადავო, საერთაშორისო მასშტაბით დაკვირვებად სასაზღვრო ტერიტორიეთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა თავისი ვალდებულების შესახებ დასავლეთის ალიანსთან მიმართებით და ნატო-სა და ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს ხალხის მხრიდან მხარდაჭერის 80% -იანი ზღვრის შესახებ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება ტრანსატლანტიკური ალიანსის არჩეული წარმომადგენლებისგან, მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას. აშშ-ს წარმატებულმა პრეზიდენტებმა, როგორც დემოკრატმა, ისე რესპუბლიკელმა, ასევე აღიარეს ეს და მხარი დაუჭირეს ქვეყნის მხრიდან პროდასავლური და დემოკრატიული ტრადიციების გაძლიერების მცდელობებს. მაშინ, როდესაც ნატო-ს ერთობა საფრთხის ქვეშ იმყოფება და ევროპელი მოკავშირეების უმეტესობა თავდაცვაზე ძალიან ცოტას ხარჯავენ, საქართველო განიხილება, როგორც ნატო-ს ყველაზე ახლო ოპერაციული პარტნიორი. მისი ჯარის ნაწილი ავღანეთში ნატო-ს მისიებში მონაწილეობს უფრო მაღალ დონეზე, პროპორციულად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. თბილისში პროდასავლურ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, შეასრულოს ნატო-ს ალიანსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ეს არის მიზანი, რომელსაც იზიარებს როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება”, ისე მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელთა 80% მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას.” – წერს ავტორი.

Comments
Loading...