ავიაკატასტროფა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან. სავარაუდოდ, ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი. "კურიერმა" მოიპოვა ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა.
არსებული ინფორმაციით, ჩამოვარდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი სი-130, იგივე "ჰერკულესი".
Flight Radar-ის მონაცემებით, თვითმფრინავი განჯის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 14:19 საათზე აფრინდა, რის შემდეგაც განახლებული მონაცემები აღარ იძებნება.
