ავსტრალიელმა მეცნიერებმა, ფუტკრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომლებსაც პატარა რქები აქვთ და შესაბამის სახელიც დაარქვეს - "ლუციფერი". ამის შესახებ BBC წერს.
მედიის ცნობით, მკვლევრებმა, იშვიათი ველური ყვავილის დაკვირვებისას, რომელიც მხოლოდ დასავლეთ ავსტრალიის გოლდფილდსის რეგიონში, ბრემერის მთებში გვხვდება, ფუტკრის ახალი სახეობა Megachile lucifer-ი აღმოაჩინეს.
ექსპერტები განმარტავენ, რომ „უკიდურესად გამორჩეული, ამობურცული რქები“ მხოლოდ მდედრებს აქვთ და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც თავდაცვის მექანიზმი, ასევე იყენებენ მტვრის ან ნექტრის შესაგროვებლად და ისეთი მასალების შესაგროვებლად, როგორიცაა ფისი.
კვლევის წამყვანმა ავტორმა განაცხადა, რომ სახელი "ლუციფერის“ გამოყენება მას Netflix-ის ამავე სახელწოდების სერიალის ყურებამ შთააგონა. მან დასძინა, რომ ეს ჯიში ფუტკრების ამ ჯგუფის პირველი ახალი წარმომადგენელია ბოლო 20 წლის განმავლობაში.
