ჩინელმა მკვლევრებმა, მარსზე ახალი ტიპის გამოქვაბული აღმოაჩინეს, რომლებიც წყლის მიერ წარმოქმნილი კარსტული ღრუებია. მედიის ინფორმაციით, შენჟენის უნივერსიტეტის ჯგუფმა, "ჰებრუსის ველზე" რვა ასეთი მახასიათებელი აღმოაჩინა.

TES სპექტრომეტრმა, ქანებში, წყალში ხსნადი კარბონატები და სულფატები აღმოაჩინა და 3D მოდელებმა დაადასტურა, რომ ეს საზღვრები წყალთან არის დაკავშირებული და არა ვულკანიზმთან ან ტექტონიკასთან.

მეცნიერები აპირებენ ეს ადგილი მომავალი მისიებისთვის პრიორიტეტულ სამიზნედ აქციონ. ექსპერტები თვლიან, რომ თუ პლანეტის რომელიმე წერტილში უძველესი სიცოცხლის შენარჩუნება შეიძლებოდა, ის იქ იქნებოდა.