გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ 28 თებერვლიდან, კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, ირანში 3.2 მილიონამდე ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, კვლავ გაიზრდება საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების გამო, რაც ჰუმანიტარული საჭიროებების საგანგაშო ესკალაციაზე მიუთითებს“, - ნათქვამია UNHCR-ის განცხადებაში, რომელიც იძულებით გადაადგილებული ოჯახების რაოდენობაზე დაფუძნებულ წინასწარ შეფასებებს ეყრდნობა.
