POLITICO IPSOS-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ დასავლეთის ქვეყნებში ამომრჩევლები შეშფოთებულები არიან დემოკრატიის წინაშე მდგარი საფრთხეების გამო. გამოცემის ცნობით, საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიით და შიშობს, რომ მომავალში მას უფრო დიდი საფრთხეები დაემუქრება.

ჩატარებულმა მასშტაბურმა გამოკითხვამ, რომელიც 9 ქვეყანაში, ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანაში და დიდი ბრიტანეთში და აშშ-ში ჩატარდა, გაირკვა, რომ ამომრჩეველთა დაახლოებით ნახევარი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია.

"მოსახლეობა საფრთხედ ხედავს დეზინფორმაციას, კორუფციას, ექსტრემიზმს და მთავრობის არასაკმარის ანგარიშვალდებულებას. კვლევაში დემოკრატიის ძირითადი პრინციპების მხარდაჭერა მაინც მაღალ დონეზე რჩება", - წერს POLITICO.