აღმოსავლეთ კონგოში, ხელისუფლების მიერ ვირუსი აფეთქების გამოცხადებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში, ებოლას ვირუსით, სულ მცირე, 100 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ABC NEWS-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, განრისხებული მაცხოვრებლების მიერ ჯანდაცვის მუშაკებზე თავდასხმები, ზოგიერთი ადგილობრივის სკეპტიციზმი და შეიარაღებული კონფლიქტი ცხელ წერტილებში, კვლავ აფერხებს ვირუსის აფეთქების შეჩერების ძალისხმევას.

უახლესი სიტუაციური ანგარიშის თანახმად, კვირა დღის მდგომარეობით, დადასტურებული 550 შემთხვევიდან 101 გარდაიცვალა, ხოლო 19 გამოჯანმრთელდა.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება კონცენტრირებულია აღმოსავლეთ პროვინცია იტურის ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევათა 90%-ზე მეტი მოდის. შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ კივუს პროვინციებში.