საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია - განცხადებას ამის შესახებ რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აკეთებს.
ავიაკატასტროფის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება პროცესში მაქსიმალურ დახმარებას და თანამშრომლობას უზრუნველყოფს.
"ამ დიდ ტკივილს გულში ვინახავთ. ტრაგიკული ინციდენტის დროს, სამწუხაროდ, 20 ვაჟკაცი დავკარგეთ. მათი სახელები, ჩვენი გულებშია. საველე სამუშაოები მუდმივი კონტროლის ქვეშაა; უზრუნველვყოფთ, რომ საჭირო გამოძიება ზედმიწევნით ჩატარდეს და ინციდენტთან დაკავშირებული ყველა ასპექტი გაირკვეს. საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესში უმაღლეს დონეზე ავლენს ხელშეწყობას და თანამშრომლობას", - აცხადებს ერდოღანი.
