"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ბეჟაშვილის თქმით, ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე.
"პარტიის მმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი, რომელიც მიტაცებულია და ბოლო წლებში მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას იმიტომ, რომ ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევროსასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე", - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
