პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა პარლამენტის პლენარული სხდომა. "ქართლი ოცნების" წევრებმა ოპონენტების მხრიდან დესტრუქციულ და რადიკალურ ქმედებებზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მავნებლური ტაქტიკაა ტერაქტი ეკონომიკაზე. მისი თქმით, მათი თითოეული ქმედება მიმართულია, რომ საქართველოს იმიჯი შეილახოს და ეს წითელი ნიშანი იყოს ინვესტორებისა და ტურისტებისთვის.

"მინდა, ჩვენი მოწინააღმდეგეების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მავნებლურ ტაქტიკაზე გესაუბროთ. ეს არის ტერაქტი ეკონომიკაზე, რომელსაც საკუთარ ქვეყანაზე ახორციელებენ. ტაქტიკა ასეთია: გადატრიალებას ეკონომიკური და სოციალური კომპონენტის გარეშე ვერ მოახდენენ, ამიტომ მათი ერთ-ერთი ძირითადი სამიზნეა, იმ ბევრ მავნებლობასთან ერთად, რომ დააზიანონ და ჩამოაქციონ ქართული ეკონომიკა. ოპოზიციის მუდმივი არეულობები ქუჩებში, პირდაპირ აისახება ქვეყნის იმიჯზე და მათი გათვლებით, უნდა აისახოს, როგორც ჩვენს საინვესტიციო რეიტინგებზე, ასევე აღქმებზე. თითოეული გარეთ მოწყობილი, უმსგავსო და ყველა მავნებლობის ჩათვლით მიტინგი თუ აქცია, სწორედ უცხოელი ინვესტორების თუ ტურისტებისთვის უნდა იყოს წითელი ნინაში, რომ არ ჩამოვიდნენ საქართველოში", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ოპოზიციის ფლანგიდან პოლიტიკური განცხადებით გააკეთეს ფრაქცია "გახარია საქართველოსთვის" წევრებმა, რომლებმაც მმართველი გუნდი გააკრიტიკეს. სხდომაზე ისმოდა ურთიერთბრალდებები.