პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილი ქმდება სრულიად საქართველომ და მთელმა მსოფლიომ იხილა.

მისი განმარტებით, ამაღლობელმა იძალადა სახელმწიფოზე, იძალადა პოლიციელზე და მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე არის სწორედ ამ კონკრეტული დანაშაულით განპირობებული.

"მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილი ქმედება იხილა სრულიად საქართველომ და მთელმა მსოფლიომ. მან იძალადა სახელმწიფოზე, იძალადა პოლიციელზე და მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე არის სწორედ ამ კონკრეტული დანაშაულით განპირობებული. სხვა ყველა, დანარჩენი ნიუანსი წარმოადგენს პროცესის მსვლელობის დროს არსებულ მოცემულობას და ბუნებრივია, რომ ეს მოცემულობა არის სასამართლოს და სამართალდამცველი ორგანოების საქმე", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.