"რასაც აკეთებენ ქვეყნის შიგნით, ყველა გადადგმული ნაბიჯი ემსახურება გარედან მითითებებსა და დავალებებს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის დაწყებას გამოეხმაურა.

"რეალურად, რასაც აკეთებენ ქვეყნის შიგნით, ყველა გადადგმული ნაბიჯი, ემსახურება გარედან მითითებებსა და დავალებებს. ის, რაც ამ ადამიანებმა წლების წინ ჩაიდინეს, ის, რა პოლიტიკასაც აწარმოებენ, რა თქმა უნდა, მიმართული იყო ქვეყნის წინააღმდეგ, იყო ანტისახელმწიფოებრივი. დღესაც აგრძელებენ გარედან მიღებული დავალებების შესრულებას. ზუსტად ეს განცხადებაც, მათი ქმედებაც, მიუთითებს იმას, რომ ეს ადამიანები არ ეკუთვნიან საკუთარ ხალხსა და ქვეყანას. ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტურის წარმომადგენლები და ემსახურებიან გარედან მიღებულ დავალებას", - აღნიშნა კახა კალაძემ.