თინა ბოკუჩავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას "ნაციონალური მოძრობის" თავმჯდომარეობიდან მოხსნიან. მიზეზად სახელდება დაპირისპირება ოპოზიციაში.
თამარ ჩერგოლეიშვილისა და პეტრე ცისკარიშვილის უთანხმოების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა" ცისკარიშვილს გაემიჯნა და პარტიის წევრებს შეთანხმების პირობები შეახსენა. ამ განცხადებამ ოპოზიციაში ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა და ორ ბანაკად გაყო.
