თბილისში საახალწლო ილუმინაციების მოწყობა მიმდინარეობს. დაგეგმილი სამონტაჟო სამუშაოების გამო, მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე 13 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
"საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა იმოქმედებს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე.
რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნ. ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით ავტომობილები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ", - აღნისნულია თბილისის მერიის განცხადებაში.
