NFL-ის ყოფილი ვარსკვლავი დღეს კორონავირუსთან ბრძოლის წინახაზზეა

ამერიკული ფეხბურთის ყოფილი მოთამაშე მაირონ როლი დღეს ბოსტონის ნეიროქირურგიის რეზიდენტია და მისი ამჟამინდელი მოწინააღმდეგე კორონავირუსია. ამ ინფორმაციას ავრცელებს Foxnews

“გადავედი სასწრაფო დახმარების განყოფილებაში და ,როდესაც გადაუდებელ დახმარებებზე მივდიოდი ,ვხედავდი ამდენ ადამიანს რესპირატორული დისტრესიით. ციფრები შემაშფოთებელია. ჩვენი განყოფილება გადაკეთდა COVID-19-ით დაინფიცირებულთა განყოფილებად”-აცხადებს ყოფილი ფეხბურთელი.

“ფეხბურთს არასდროს დავუტოვებივარ. მე ყოველ დილით ვიღვიძებ და საოპერაციო ოთახზე ვფიქრობ ისე,როგორც ფეხბურთზე, თითქოს ესეც შოუა. მე ახლა ეს უნდა გავაკეთო,რადგან ახლა ამას ელის ხალხი ჩვენგან.ახლა დროა,დავეხმაროთ ხალხს. აი,ეს მოტივაცია აძლიერებს ჩემს ყოველ დღეს”-ამბობს მაირონი.

 

Comments
Loading...