ნიაზ დიასამიძე “რუსთავი 2-ზე”: მინდა გამოვხატო სოლიდარობა დაჩაგრულის მიმართ

მომღერალმა ნიაზ დიასამიძემ რუსთავი 2-ის თემაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის რაც დღეს ტელევიზიასთან დაკავშირებით ხდება, არაფერს ჰგავს.

“კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო სოლიდარობა დაჩაგრულის მიმართ. იურიდიულ საკითხებში ვერ ვერკვევი, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს მართალი ან მტყუანი და რას დაადგენს სასამართლო, ეს ერთია. ის ფორმა, რითაც ყველაფერი ხორციელდება, ეს მეორეა და არაფერს ჰგავს.

ძალიან ცუდი ფორმაა, რაც ღამით მოხდა. მე ყველაფერი დილით გავიგე. ფაქტია, რაც მოხდა არასწორია. იმედია, ყველაფერი ისე დამთავრდება, რომ ხელი არ შეეხება მთავარს, თავისუფალ ადამიანს, თავისუფალ სიტყვას და გამოხატვის თავისუფლებას. თავის აზრი აქვს ყველა ტელევიზიას და ნებისმიერი მათგანი უნდა დავიცვათ, მათ შორის დღეს რუსთავი 2”, – განაცხადა დიასამიძემ.

Comments
Loading...