ნიგერიის ქალაქ უიო ში ეკლესიის სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მაშველები ნანგრევების გაწმენდას ცდილობენ და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ეკლესიაში ასეულობით ხალხი იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ ეკლესია ცოტა ხნის წინ ააშენეს და დღეს მისი კურთხევის ცერემონია მიმდინარეობდა.
წყარო: პრაიმტაიმნიუსი