ნიგერიაში მომხდარ ტერაქტს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნიგერიის ქალაქ იოლში, ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარ ტერაქტს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 80 ადამიანი დაიჭრა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა, დამკვირვებელთა ინფორმაციით, დანაშაულში რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ხელწერა იკვეთება, რომელიც რეგულარულად აწყობს დივერსიულ აქტებს ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში.

Comments
Loading...