ნიგერიაში ტერაქტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში ტერაქტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
BBC-ის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა შიიტების რელიგიურ ცერემონიაზე აიფეთქა თავი.
ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როცა მისი დაკავება სამართალდამცველებმა სცადეს.
ნიგერიაში თავდასხმებს დაჯგუფება “ბოკო ჰარამი” ახორციელებს, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერად ითვლება.

Leave A Reply

Your email address will not be published.