ნიგერიაში ტერაქტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში ტერაქტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. როგორც “ბიბისი” იტყობინება, ნიგერიის ქალაქ მაიდუგურის მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტი დილის ლოცვის დროს მოხდა.
სააგენტო “ესოშიეითედ პრესი”, არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მეჩეთში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა.
გასულ კვირას, ნიგერიაში ანალოგიური ტერაქტის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა. ქალაქი მაიდუგური რადიკალური დაჯგუფება “ბოკო ჰარამის” ერთ-ერთი სამიზნეა. მებრძოლები ქალაქს ხშირად ესხმიან თავს.

Leave A Reply

Your email address will not be published.