ნიღბიანი ჯალათის ვინაობა, რომელიც მაგიდაზე დაბმულ კაცს აუპატიურებს, ცნობილია?!

სააკაშვილის რეჟიმის მიერ ქართველი კაცების გაუპატიურების ამსახველ ვიდეოში, რომელიც ერთ-ერთმა უკრაინულმა საიტმა დაახლოებით ორი კვირის წინ გაავრცელა, ჩანს, რომ მაგიდაზე დაბმულ მამაკაცს ყავარჯნებზე დაყრდნობილი ჯალათი აუპატიურებს. დადგენილი და დადასტურებულია, რომ ეს ყავარჯნიანი ჯალათი ახალაიებისა და მეგის ქარდავას ყოფილი აგენტი თემურ უბირიაა, რომელიც 2013 წელს დააპატიმრეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. უკრაინულ ინტერნეტსივრცეში რამდენიმე დღის წინათ გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეოში კი, რომელიც სამეგრელოში მამაკაცის გაუპატიურებას ასახავს, თავზე ნიღაბწამოცმული ჯალათი ჩანს, თუმცა მისი ვინაობის შესახებ ქართულ სამარათალდამცავ ორგანოებს ქართული საზოგადოებისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ და არც ის უთქვამთ, რომ იგი პასუხისგებაშია მიცემული. ამ ფონზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი პოლიტპატიმარი შოთა აფხაიძე, რომელიც ამბობს, რომ მაგიდაზე დაბმული მამაკაცის გამაუპატიურებელი ნიღბიანი ჯალათი კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი რამაზ გერგედავაა. შოთა აფხაიძე გაზეთ “ასავალ-დასავალს” ესაუბრა:

შოთა, რის საფუძველზე აცხადებთ, რომ ეს მამაკაცი რამაზ გერგედავაა?

ეს ინფორმაცია მაქვს ჩემი მეგობრისგან, რომელიც შსს-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და სულ რამდენიმე თვეა, რაც სამსახური დატოვა. ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა სამეგრელოში წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეოფირები აღმოაჩინეს, შსს-ს ბევრმა თანამშრომწელმა იცოდა, რომ ერთ-ერთი, ვინც ადამიანების გაუპატიურებაში მონაწილეობდა რამაზ გერგედავა იყო. ახლაც, როცა უკრაინული საიტების მეშვეობით ეს ამაზრზენი კადრები გავრცელდა, გამაუპატიურებელ ნიღბიან ჯალათში რამაზ გერგედავა ბევრმა ადამიანმა ამოიცნო!

ვინ არის რამაზ გერგედავა და სად მუშაობდა?

გერგედავა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო კუდ-ის თანამშრომელი და ცნობილი ჯალათის მეგის ქარდავას ახლო მეგობარი იყო, მას მსგავს ბინძურ დავალებებს ასრულებინებდნენ. ეს ნიღბიანი გამაუპატიურებელი რამაზ გერგედავა არის “თავისუფალი ზონის” ერთ-ერთი ლიდერის ონისე გერგედავას ბიძა- მამის ძმა. რამაზ გერგედავა ასევე “თავისუფალი ზონის” ერთ-ერთ ლიდერთან ლაშა რუხაიასთან ერთად საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც ირიცხებოდა.

კიდევ ერთხელ გეკითხებით დარწმუნებული ხართ, რომ ნიღბიანი ჯალათი, რომელიც მამაკაცს აუპატიურებდა, სწორედ თქვენს მიერ ნახსენები რამაზ გერგედავაა?

კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ამას ძალიან სარწმუნო ინფორმაციის საფუძველზე ვაცხადებ და ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ. 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ეს გამაუპატიურებელი ჯალათი კიდევ წელიწად-ნახევრის განმავლობაში სუს-ში მუშაობდა!

ახლა ეს კაცი დაპატიმრებული და გასამართლებული არ არის?

რამაზ გერგედავა ამჟამად ოდესაში გდია და სააკაშვილის ბანდაშია გაწევრიანებული. გერგედავას მსგავს ჯალათებსა და ნაცზონდერებს სააკაშილი უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში აწყებინებს მუშაობას და ეს მანიაკები უკრაინელებსაც მალე იმავეს გაუკეთებენ, რასაც ქართველებს გვიკეთებდნენ!

წყარო: გაზეთი “ასავალ-დასავალი”

Leave A Reply

Your email address will not be published.