ნიკა გვარამია ბოდიშს იხდის

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საჯარო რეესტრთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული მისი განცხადების გამო ბოდიშს იხდის.

როგორც გვარამია ამბობს, ის „რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველების, რევაზე დაეყრდნო რევაზ საყევარიშვილისა და დავით დვალის განცხადებებს დაეყრდნო და ამის საფუძველზე განაცხადა, რომ საჯარო რეესტრმა დვალისა და საყევარიშვილის დოკუმენტაცია უკანონოდ დაარეგისტრირა.

„მე მინდა განვმარტო ჩემი პოზიცია რეესტრთან დაკავშირებით, ბოდიში მოვიხადო და უკან წავიღო ჩემი სიტყვები. დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხეთ გადამოწმება რეგისტრირებული იყო ეს ყველაფერი თუ არა. ყოველ შემთხვევაში საიტზე არ ჩანს. იმედს ვიტოვებ, რომ არ ჩანს იმიტომ, რომ ის არ არის რეგისტრირებული. ჯერჯერობით არ არის რეგისტრირებული და იმედია არც მოხდება. კიდევ ერთხელ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და ეს ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული“,- განაცხადა გვარამიამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველები დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი ცალმხრივად, არხის მართვის უფლებას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, ზაალ უდუმაშვილს გადასცემენ. ამის შესახებ დვალმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ცალმხრივად, უდუმაშვილს „რუსთავი 2“-ის მართვის უფლებამოსილებას ანიჭებს. „რუსთავი 2“-ის დროებითმა მმართველმა ასევე აღნიშნა, რომ უდუმაშვილს შეუძლია გამოიყენოს ეს უფლება, შეუძლია – არა.

ამის შემდეგ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ის არ არის თანახმა შეთავაზებაზე და დროებით მმართველებს მოუწოდა, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ თუნდაც, დისტანციურად.

Leave A Reply

Your email address will not be published.