ნიკა გვარამია – ეს არის ხრიკი საკონსტიტუციო სასამართლოს შეცდომაში შესაყვანად

„რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი, რომელსაც მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით უფლებამოსილება რამდენიმე წუთის წინ აღუდგა, პირველ კომენტარს აკეთებს:

„გადაწყვეტილება არის იმ დაბურული, უღრანი ტყის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოსამართლე ურთმელიძემ შექმნა. ჯერ ერთი, გაუგებარია, რა საჩქარო იყო, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობასა და შეჩერება-არშეჩერების საკითხზე მსჯელობს. სინამდვილეში, ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანია, რომ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოზე გაჟღერდეს, აღარ არის ზიანის საფრთხე და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს დაუსაბუთონ, რომ ზიანის საფრთხე აღარ არსებობს, რადგან ამოწურულია პრობლემა. ამ განჩინებით, დვალი საერთოდ განარიდეს პროცესებს, ვულოცავ ბატონ დვალს, იქნებ გადარჩეს. დატოვეს საყევარიშვილი, რომელსაც დვალზე არანაკლები საფუძველი აქვს, რომ იყოს მიკერძოებული, იმიტომ, რომ ის არის ჩვენი მთავარი კონკურენტის წარმომადგენელი, მას დღემდე ხედავენ ტელეკომპანია „იმედის” შენობაში. ის რამდენიმე დღით ადრე გადადგა დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან. ეს ადამიანიც მიკერძოებული იყო და ისიც უნდა გაეთავისუფლებინათ. თავისთავად ცხადია, ეს გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს, რადგან ეს განჩინება საჩივრდება ისევ ურთმელიძესთან. დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ თუ უარი განაცხადა ნორმის შეჩერებაზე, ზეგ ურთმელიძემ ახალი განჩინება გამოიტანოს და თქვას – ხელახლა შემომყავს დროებითი მმართველებიო. ეს არის სრული სამართლებრივი დომხალი! მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაქვს ამის უფლება, ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტური ფიქცია, რომელიც შექცევადია ხვალვე. ამაზე დაყრდნობით არ შეიძლება უარის თქმა იმაზე, რასაც ჰქვია იმ ნორმების დაუყოვნებლივ შეჩერება, რომელიც გასაჩივრებული გვაქვს სასამართლოში. ეს არის ხრიკი საკონსტიტუციო სასამართლოს შეცდომაში შესაყვანად”, – განაცხადა გვარამიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.