ნიკა გვარამია: ყველა დროის იუდა ქიბარ ხალვაშო, თავისუფალ სიტყვას არავინ გაგაჩერებინებს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ „იუდა ქიბარ ხალვაში ჩამოათრია საქართველოში, რომელიც მის სასარგებლო გადაწყვეტილებას ელოდება“.

ამის შესახებ გვარამიამ უზენაეს სასამართლოსთან ისაუბრა, სადაც სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

„დღეს საქართველოს ხელისუფლებამ, ჩამოათრია ქიბარ ხალვაში და ის უკვე აქ იმყოფება. რომელიც ელოდება მის სასარგებლო გადაწყვეტილებას, მე მინდა მას ვუთხრა. ყველა დროის იუდას, არცერთ შემთხვევაში ქიბარ ხალვაშო, შენ საქართველოს, თავისუფალ სიტყვას, იმ ევროინტეგრაციულ გზას ივანიშვილის მონავ არავინ არ გაგაჩერებინებს. არც ერთ შემთხვევაში“, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, ისინი „რუსთავი 2“ საქმესთან დაკავშირებით კანონიერ გადაწყვეტილებას ითხოვენ.

უზენაესი სასამართლოს წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია იმართება. აქცია ცხრა პოლიტიკური პარტიის საკოორდინაციო საბჭოს მიერ არის ორგანიზებული.

Comments
Loading...