ნიკა გვარამია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს აფასებს. მისი განცხადებით დღეს სასამართლო საბოლოოდ დასამარდა, მოსამართლე ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 დატოვა სამართლიანი სასამართლოს გარეშე. ნიკა გვარამია მიმართავს ხალხს, რომ ხვალ პირველი საათიდან დადგნენ მათ გვერდზე.” რადგან ეს არ არის რუსთავი 2-ის მხარდაჭერა ამით თქვენ მხარს უჭერთ თავისუფალ სიტყვას და ამით თქვენ ქვეყნის მომავალს დაუჭერთ მხარს. რადგან გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი გადასულია ყაზარმულ რეჟიმზე, ჩვენ ხვალ სპეცრაზმს ვიხილავთ რუსთავი 2-ის ეზოში. აქედან გამომდინარე მოგიწოდებთ ქართულ საზოგადოებას დადგეს ჩვენს გვერდით რათა გადავარჩინოთ თავისუფალი სიტყვა”

Leave A Reply

Your email address will not be published.