ნიკა გვარამია – სამი დღეც ვერ გაძელით, რომ არ “ჩაგესვარათ”

ამ სიტყვებით მიმართა ნიკა გვარამიამ “რუსთავი 2”-ის დროებით მმართველებს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს.

მისი თქმით, მათ გაცილებით მეტი აქვთ ტელეკომპანია “რუსთავი 2”- თვის გაკეთებული, ვიდრე როდესმე დვალს ან აქიმიძეს.

“მე ამ კომპანიაში სისხლი მაქვს ჩანთხეული, აქ არ არსებობს არაფერი, რასაც ჩემი ხელი არ შეხებია, მათ შორის ტექნიკასაც, რომელსაც არა თუ დავაზიანებ არამედ ძალიან გავუფრთხილდები. თქვენ კი თბილ ოთახებში მოკალათებულებმა, სამი დღეც ვერ გაძელით ისე, რომ არ ჩაგესვარათ”,- ამ სიტყვებით მიმართა ნიკა გვარამიამ “რუსთავი 2”- ის დროებით მმართველებს, რომლებმაც დღეს საგანგებო ბრიგინფი მოაწყვეს, სადაც დავით დვალმა განაცხადა, რომ ის მზად იყო თავისი უფლებამოსილება გადაეცა ზაალ უდუმაშვილისთვის.

Comments
Loading...