ნიკა გვარამია სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზეა დაბარებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გვარამიას უწყება უკვე ჩააბარეს, რომლის თანახმადაც ნიკა გვარამია დაკითხვაზე ხვალ 4 ნოემბერს 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

Leave A Reply

Your email address will not be published.