ნიკა გვარამია: ვინ ყოფილა ყველაზე დაბალანსებული? – ჩვენ, მერე „კავკასია“ და „ტაბულა“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ვინ ყოფილა ყველაზე დაბალანსებული? – ჩვენ, მერე კავკასია და ტაბულა. ყოჩაღ ბიჭოვ Giorgi Lapherashvili <3 (y)

ვინ ყოფილა პარტიული ტელევიზია? – ქართული ოცნების გაშუქება ნახეთ, და მიხვდებით. ნუ ერთგან სხვა პარტიული პრიორიტეტია (ობიექტივი :)), ყველა დანარჩენი – სახელისუფლო. არც ერთი არ გამკვირვებია, ერთის გარდა. იმ ერთზე გული დამწყდა კიდევაც.

ps Nodar Meladze ხომ გეუბნებოდი, გაქოცდებიანთქო“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

მედიამინიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვებებში საუკეთესო დროს ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 25%, „ქართულ ოცნებას“- 23.7%, „სახელმწიფო ხალხისათვის“- 12.9%, „თავისუფალ დემოკრატებს“ -12.8%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს -10%–ზე ნაკლები. საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 32.1%, „ქართულ ოცნებას“- 29.8%, „თავისუფალ დემოკრატებს“- 11.6%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

კომისიის ცნობით, „რუსთავი 2“–ის მიერ საჯაროდ არ გამოცხადებულა და კომისიაში წარმოდგენილი არ არის მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამის/აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის და საეთერო დროის ტარიფებისა და გაწეული მომსახურების შესახებ.

Comments
Loading...