ნიკა გვარამია ვიზალიბერალიზაციაზე: რაღაც არ მახსოვს, ვისაც გაქცევა მოუნდა, ვიზა ვერ აეღოს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

„უვიზო მიმოსვლა გადასარევია, მაგრამ ქვეყნის შიგნით რა ხდება, ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი. აქ თუ თავისუფალი სიტყვა ვერ დავძარით, სასამართლო ივანიშვილის ბიურო იქნა და პარალელურად, სიღარიბეში და კრიმინალში დავიხრჩვით – თავისუფალი მიმოსვლა მხოლოდ გასაქცევად თუ გამოგვადგება. და რაღაც არ მახსოვს, ვისაც გაქცევა მოუნდა, ვიზა ვერ აეღოს“, – წერს ნიკა გვარამია.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 2 თებერვალს, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა.

Comments
Loading...