ნიკა გვარამია:”ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა “აბესალომ და ეთერი”

“ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა “აბესალომ და ეთერი”. თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით, მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე”,
ხალხი, რომელიც ვერ იტანს მუსიკის კრიტიკას მხოლოდ იმის გამო რომ ის ქართულია, არის შავრაზმელი და არაფრით არ განსხვავდება ეკლესიას თუ ცრუ პატრიოტიზმს მიკედლებული შავრაზმელებისგან. ასეთი სექტანტები საშიშნი არიან, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა და ვერაფრით, ხაზს ვუსვამ, ვერაფრით ვერ იქნებიან გულწრფელი პროევროატლანტისტები
ps სრულიად დარწმუნებული ვარ თან, გაწიწმატებულთა უმრავლესობას მოსმენილიც არ აქვს აბესალომი. ისე, იცავს, ქართულია და სკოლაში ასწავლეს, რომ დიადი.
– წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

Leave A Reply

Your email address will not be published.