ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წაუყენეს

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წაუყენეს.
ამის შემდეგ პროკურატურა საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.

ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-3 წლამდე.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 7 იანვარს ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რესტორანში შუქი ჩაქრა.

ნიკა გვარამიაზე თავდასხმა სოციალურ ქსელში აღიარა ყოფილი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რომელიც ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

Comments
Loading...