ნიკა მელია გიგი უგულავაზე: მას გზა გაუკვალა მიხეილ სააკაშვილმა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, გიგი უგულავამ მას გზა გაუკვალა პოლიტიკაში, თუმცა არა ხელისუფლებასა და მთავრობაში.

ამის შესახებ ნიკა მელიამ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

“მქონდა საშუალება გიგი უგულავას განცხადება წამეკითხა. მან თქვა, რომ პოლიტიკაში გზა გამიკვალა. მე პოლიტიკაშ მოვხვდი 2013 წელს, მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში იყო და იმ დღიდან დღემდე კარდაკარ დავდივარ და მაქსიმალურად ვცდილობ რომ პარტია ძლიერი იყოს.

კი ბატონო, უგულავამ გზა გამიკვალა პოლიტიკაში, მაგრამ ეს არ ყოფილა გზა გაკვალული მთავრობასა და ხელისუფლებაში. ასე შემიძლია, მას ვუთხრა, რომ მას გზა გაუკვალა მიხეილ სააკაშვილმა“- განაცხადა ნიკა მელიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.