ნიკა მელია ჯანდაცვის პოლიტიკის ხარვეზებზე საუბრობს

ჯანდაცვის პოლიტიკის ხარვეზებზე მიიღო ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ლიდერმა ნიკა მელიამ. ის პრობლემებზე ჯამილა სულეიმანოვას ესაუბრა, რომლის 27 წლის ვაჟიც წელიწადნახევარია კომატოზურ მდგომარეობაშია და სახელმწიფოსგან დახმარებას არ იღებს.

“ეს ბიჭი წელიწადნახევარია იმყოფება კომაზოტურ მდგომარეობაში. სამჯერ მიმართეს ჯანდაცვის სამინსიტროს დახმარების აღმოსაჩენად და სამივეჯერ უარით გამოისტუმრეს. მიმაჩნია, რომ ეს არის, როგორც მინიმუმ, არაკორეკტული დამოკიდებულება და სიმახინჯე ჯადაცვის სისტემისა. ვთხოვ ბატონ სერგეენკოს, რომ დაინტერესდეს ამ საკითხით“ – აღნიშნა ნიკა მელიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.