ნიკა მელია: ვატყობთ, ნირწამხდარია მთელი “ქართული ოცნება”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლებას აქვს იმის პრეტენზია, რომ მაქსიმალური გავლენისა და კონტროლის ქვეშ მოაქციოს ქართული ეკლესია.

“ამ ხუთი წლის განმავლობაში როგორი განცხადება არ მოგვისმენია ხელისუფლებისგან – არაადეკვატური, დამაბნეველი, უადგილო, უპრინციპო, კონფრონტაციული, მაგრამ ორშაბათს საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე მათი მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, ამ ყველაფერთან ერთად, დაემატა უპასუხისმგებლობა და უზნეობა.

რასთან გვაქვს საქმე, რატომ ჩაიგდო ხელისუფლებამ თავი ასეთ მდგომარეობაში? ზოგადად ოლიგარქის ბუნებაა, რომ დაიმორჩილოს, გააკონტროლოს და გავლენის ქვეშ მოაქციოს ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტი და რა თქმა უნდა მათ შორის ეკლესია.

კვირიკაშვილი საუბრობდა დღეს, რომ სპეკულაციები მოყვა ამ ამბავსო და ეს სივრცე სპეკულაციებისთვის ვინ დატოვა?!

ასევე, გაჩნდება კითხვა, რატომ ჩაიგდებდა ხელისუფლება თავს ამ მძიმე მდგომარეობაში?! უბრალოდ ფაქტის წინაშე დადგნენ და მზად არ იყვნენ დამაჯერებელი პასუხისთვის!

თავდაპირველი გეგმა სხვაგვარი იყო როგორც ჩანს, და ჯერ არ ვიცით, მას შემდეგ რაც ეს ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის გახდა ცნობილი, მთავარმა პროკურორმა ბრიფინგი გააკეთა და თქვა, რომ აღკვეთილი იყო დანაშაული უმაღლესი სასაულიერო პირის მიმართ. ამის შემდეგ სხვა არანაირი განცხადება არ გაკეთე ბულა და ყველანი დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს პატრიარქს ეხებოდა. დღეს კი ცნობილი ხდება რომ აქ არაფერს შუაშია სასულიერო პირი.

ვატყობთ ნირწამხდარია მთელი ქართული ოცნება და რეალურად საპასუხოც კი არ აქვთ და მიედ-მოედებიან უარგუმენტოდ ყველაფერს. ოლიგარქის ბუნებაა, რომ ყველაფერს და ყველას მართავდეს და განსაკუთრებით ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტებს. ყველაზე მეტად ავტორიტეტული, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არის ეკლესია “,- განაცხადა მელიამ

ipress.ge

Comments
Loading...