ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის საერთაშორისო ტურნირის ფინალში იასპარეზებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის საერთაშორისო ტურნირის ფინალში იასპარეზებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე 24 წლის ამერიკელი რაიან ჰარისონი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 62-ე ადგილს იკავებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა მემფისის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში ყაზახი მეტოქე, მიხაილ კუკუშკინი 2 სეტში 7:6, 6:1 დაამარცხა.

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში, ამ დროისათვის, 67-ე ადგილს იკავებს.

მემფისის საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 700 ათასი აშშ დოლარია.

Comments
Loading...