ნიკოლოზ ბეგაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ქართველი მოკრივე ნიკოლოზ ბეგაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ეროვნული ნაკრების წევრმა ოქროს მედალი 91 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა. მოკრივეებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.