ნიკოლოზ დევიძე – საქართველოში უამრავი იპოთეკით დაზარალებული ადამიანია…

„საპოლიციო გამოსახლების გაუქმება ბანკებს აიძულებს, ორიენტირებულნი იყვნენ არა ჩადებული ქონების რეალიზაციაზე, არამედ საბანკო სერვისებზე ამ სიტყვის ცივილიზებული გაგებით. ეს სამართლებრივი სახელმწიფოს და ეროვნული მართლწესრიგის იდეის დამკვიდრებას და გაძლიერებას ემსახურება და ასევე ითვალისწინებს ევროპული სტანდარტისა და პრაქტიკის შემოღებას. როდესაც პოლიციელს აქვს უფლება ყველასგან დაუკითხავათ შევარდეს ადამიანის ბინაში (საკუთრებაში) და გამოასახლოს. ქუჩაში უსახლკაროთ დატოვოს ოჯახი ეს რათქამუნდა ეწინააგმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ერთიანი მართლწესრიგის იდეას. არავის არ აქვს უფლება შევარდეს საცხოვრებელ ბინაში და მფლობელის ნების საწინააგმდეგოდ გამოასახლოს. აქედან გამომდინარე პრეზიდენთტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას რომლის მიხედვითაც ადამიანს სასამართლო დასტურის გარეშე ვერ გამოაგდებენ საკუთრებიდან არის აბსოლიტურად სწორი და მართებული ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა ეთანხმებოდეს ამ კანონს მიუხედავად მისი რამოდენიმე მინუსისა(იპოთეკური სესების გაძვირება, გირავნობის და ქირავნობის რისკი და ა.შ.)
სამწუხაროდ პრაქტიკიდან გამომდინარე საქართველოში უამრავი იპოთეკით დაზარალებული ადამიანია, ძალიან ბევრი დარჩა უსახლკაროდ არაჰუმანური კანონების გამო.ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია დადებითად აფასებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას.მაგრამ ეს არაა საკმარისი პრობლემების აღმოსაფხვრელად, ბევრი ნაბიჯია კიდე გადასადგმელი,დაზარალებულთა დასახმარებლად.“ აცხადებს ა/ო „გაერთიანებული საზოგადოების“ გამგეობის წევრი ნიკოლოზ დევიძე “mpress”-თან საუბრისას

Comments
Loading...