ნიკოლოზ მეტრეველი – ბიძინა ივანიშვილს ექსტრემალურ სიტუაციაში უწევდა მოქმედება

თსუ სტუდენტური ფორუმის თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს ექსტრემალურ სიტუაციაში უწევდა მოქმედება და პოლიტიკური გუნდის ფორმირება.

-„ძალიან მნიშვნელოვანია, გავიაზროთ ის თუ როგორი პოლიტიკური რეალობა იყო 2012 წელს. ბიძინა ივანიშვილს ექსტრემალურ სიტუაციაში უწევდა მოქმედება და პოლიტიკური გუნდის ფორმირება. რეალურად, ქვეყანა იყო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. სააკაშვილი და მისი რეჟიმი ხელისუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე იყო წამსვლელი. შესაბამისად ჩამოყალიბდა ეს გუნდი. დღეს არსებული პოლიტიკური გარემო ბევრად უკეთესი არჩევანის საშუალებას იძლევა. ბუნებრივია, მე არ ვარ წინააღმდეგი არც სპორცმენების, არც ხელოვანების და არც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანის პოლიტიკაში ყოფნის, მაგრამ ეს ადამიანები უნდა იყვნენ მაღალი პასუხისმგებლობის მატარებლები და როგორც მინიმუმ ადეკვატურად ჰქონდეთ გააზრებული იმ პარტიის იდეოლოგია რომელსაც ისინი წარმოადგენენ“ -განაცხადა მეტრეველმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში.

Comments
Loading...