ნიკოლოზ მეტრეველი: მივესალმები ბიძინა ივანიშვილის წამოწყებას


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდული საბჭოს წევრი, ნიკოლოზ მეტრეველი ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებას ეხმიანება და მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილის წამოწყებას. „მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებას. ეს პროექტი უდაოდ საეტაპო მოვლენაა, რომელიც საფუძველს დაუდებს ქართული მეცნიერებისა და განათლების სისტემის აღორძინებას, განვითარებას და მსოფლიო ასპარეზზე ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. ქართველი ახალგაზრდები უფროსი თაობის კოლეგებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ ამ უმნიშვნელოვანესი წამოწყების განხორციელებისათვის“-აცხადებს მეტრეველი.

Comments
Loading...