ნიკოლოზ მჟავანაძე – საგარეჯოს არჩევნები ძალიან ბევრს გადაიყოლებს მოპარული გამარჯვების გამო

საგარეჯოში შუალედური არჩევნების მიმდინარეობას არასამთავრობო ორგანიზაციები აკვირდებოდნენ. აქ იმყოფებოდა უფლებადამცველთა გაერთიანების წარმომადგენელი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქის საკუთარი გვერდით გამოეხმაურა წინასწარ შედეგებს.

„საგარეჯოს არჩევნები ძალიან ბევრს გადაიყოლებს მოპარული გამარჯვების გამო. კუდით ქვას გასროლინებთ მოპარული გამარჯვების გამო. ნაცმოძრაობა ორს თუ საჭირო იქნება ყველა საშუალებით გავიყვანთ პოლიტიკიდან მოპარული გამარჯვების გამო. ძალიან ადრე ნუ იზემებთ, ესაა თქვენი დასასრულის დასაწყისი.

თქვე ფარჩაკებო, არ გაპატიებთ საგარეჯოელების ცრემლებს. ბოლომდე ვიბრძოლებთ და მალე დაგასრულებთ მათაც ვინც გვერდს გიმაგრებენ…“-წერს მჟავანაძე.

Comments
Loading...