ნიკოლოზ მჟავანაძემ საპროკორორო საბჭოს არჩევანთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

მას შემდეგ რაც საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძეს კანდიდატურას დაუჭირა მხარი, პარლამენტში მის დამტკიცებაში ეჭვი აღარავის ეპარება.
,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ საპროკორორო საბჭოს არჩევანთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:

,,მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის არჩევა მოხდა გამჭირვალედ. პროკურატურის აღნიშნული რეფორმა წარმატებით შეაფასეს ვენეციის კომისიამ, ბრიუსელში ასოცირების საბჭოს მეორე სხდომამ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა, პროკურორთა და მოსამართლეთა კორპუსმა. პროკურატურის აღნიშნული რეფორმით პროკურატურა აღარ იქნება დახურული სისტემა და იგი ანგარიშვალდებული იქნება საზოგადოების წინაშე.
ვფიქრობთ შოთაძეს ძალუძს პროკურატურაში წარმატებული რეფორმების განხორციელება, მაგრამ ამისათვის მას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება, რადგან საკანონმდებლო ცვლილებებისა და დაფინანსების გაზრდის გარეშე პროკურატურაში რეფორმები ვერ განხორციელდება.
აუცილებლად უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაკავშირებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადახედვასთან, რაც საშუალებას მისცემს პროკურატურას დაიწყოს საქმეების გადახედვა, რის გარეშეც სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება ვერ მოხდება.
უნდა გაიზარდოს პროკურატურის დაფინანსება, რადგან არსებული კონტიგენტით და მატერიალური ბაზით დღესაც კი ჭირს მუშაობა და მითუმეტეს შეუძლებელია იქნება მომავალში არსებული ბიუჯეტით საქმეების გადახედვის პროცესის დაწყებაც. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე პროკურატუარას თავის საქმიანობაში წარმატების მიღწევა გაუჭირდება.
ირაკლი შოთაძემ აუცილებლად უნდა გადახედოს პროკურატურის დღევანდელ შემადგენლობას და მიიღოს საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება, რადგან ეს ნამდვილად ესაჭიროება ამ უწყებას. და რაც მთავარია პროკურატურას უნდა დაუბრუნდეს ის კადრები რომლის გადინებაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოხდა. დღეს პროკურატურას ჰაერივით ესაჭიროება პროფესიონალი კადრები, ასეტი კადრები კი სამწუხაროდ ორ და სამ წელიწადში ვერ ყალიბდებიან, რადგან საამისოდ წლებია საჭირო რასაც გამოცდილებაც და პროფესიონალიზმიც თან ახლავს’’

Comments
Loading...