ნიკუშა ნატროშვილმა დაამარცხა ავადმყოფობა და სრულფასოვან, ჯანმრთელ ცხოვრებას დაუბრუნდა

ალბათ ყველას გვახსოვს ნიკუშა ნატროშვილი, რომელიც რამდენიმე წელი იბრძოდა სიცოცხლისთვის. მას მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და ალბათ ყველას გაუხარდება, თუ გეტყვით რომ იგი კარგად არის. ნიკუშამ 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებელ ფონდში – საკუთარი მკურნალობისთვის შეგროვებული თანხის ნაწილი გადარიცხა. ნიკუშამ რამდენიმე წლიანი მკურნალობის შემდეგ შეძლო დაემარცხებინა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ურთულესი პრობლემები და ნელ-ნელა უბრუნდება სრულფასოვან ცხოვრებას.

Comments
Loading...