ნიკუშა შენგელია – ნაციონალური მოძრაობა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს არცხვენს

მხატვარი ნიკუშა შენგელაია „საერთო გაზეთთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს არცხვენს. მისი თქმით, ამ პარტიის წევრებს დასავლელ პარტნიორებთან არასწორი ინფორმაციები მიაქვთ.

„დასავლეთსაც მათი ნაამბობიდან ექმნება წარმოდგენა, თუ როგორები ვართ ქართველები. კიდევ კარგი, ხანდახან საზღვარგარეთ ნორმალური ხალხი ჩადის და მათ მონაჩმახს აბალანსებს. „ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყნის ბედი ფეხებზე კიდია, ოღონდ გვლანძღონ. ყველაზე ცუდ საქმეს ქვეყანას სწორედ ესენი უკეთებენ თავიანთი დემაგოგიითა და ტყუილებით. მათთვის საქართველო და მონღოლეთი ერთი და იგივეა. ევროპაშიც მოიძებნება ხალხი, რომლებმაც ჩვენს შესახებ ყველაფერი იციან. ჩვენ მენტალობით, კულტურით ევროპელები ვართ და ნაციონალები ჩვენი ევროპულ ოჯახში შესვლის წინაღობა ვერასოდეს გახდებიან”, – განაცხადა შენგელაიამ.

წყარო: „საერთო გაზეთი”

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)

Leave A Reply

Your email address will not be published.