ნიმესილმა ბავშვების სიკვდილი გამოიწვია

2007 წელს ევროპულმა მედიცინის სააგენტომ ჩაატარა ექსპერიმენტი და აღმოაჩინა, რომ ადამიანები, რომლებიც ნიმესულიდის შემცველ მედიკამენტებს იღებდნენ, უყალიბდებოდათ კუჭ-ნაწლავური სისხლდენა და მუცლის წყლული. ნიმესულიდი აგრეთვე მკაცრად არის აკრძალული ორსულების, მეძუძური ქალების, თინეიჯერების და ასთმის მქონე ადამიანებისთვის.

სწორედ ამის გამო მრავალ ქვეყანაში ნიმესულიდი აკრძალულია. მისი გაყიდვა ყოველთვის აკრძალული იყო ამერიკაში, კანადაში და ავსტრალიაში. ქვეყნებში, სადაც მისი გაყიდვა ხდებოდა (ფინეთი, ესპანეთი, თურქეთი, ინდოეთი), მედიკამენტი მას შემდეგ აიკრძალა, რაც რამდენიმე ადამიანი ღვიძლის დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. პორტუგალიასა და ისრაელში მისი აკრძალვა 1999 წელს მოხდა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ბავშვი გარდაიცვალა. შვეიცარიაში, ქვეყანაში, რომელიც აწარმოებს ნიმესულიდს, ბავშვებისთვის მისი მიცემა ყოველთვის აკრძალული იყო. პრეპარატი ასევე მკაცრად არის აკრძალული უკრაინაში და ბევრი რუსული ფარმაცევტული კომპანია მას არ ყიდის.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეკო წამლები, რომელთა შორის ნიმესილიც შედის, მიჩნეულია სარისკო მედიკამენტებად. მთლიანი ჯგუფიდან მხოლოდ იბუპროფენი, ნაპროქსენის სოდიუმი და ასპირინი არის გაყიდვაში რეცეპტის გარეშე. დანარჩენები, რომლებიც შეიცავენ ოქსაპროზინს, დიკლოფენაკსა და ინდომეტაცინს მხოლოდ რეცეპტით გაიცემა.

Comments
Loading...