ნინო ანანიაშვილი მოსკოვში ვიზიტზე პირველ კომენტარს აკეთებს

მე ამაზე არ მიფიქრია – ეს არის პირველი კომენტარი პრიმა ბალერინასგან, მოსკოვში საბალეტო დასთან ერთად გამოსვლის შემდეგ. ნინო ანანიაშვილის თქმით, 25 თებერავლს კონცერტში მონაწილეობა უბრალო დამთხვევაა.

მისი განმარტებით, კონცერტი ერთი წლის წინ დაიგეგმა და ის მისი პედაგოგის იუბილეს ეძღვნებოდა. რუსეთის დედაქალაქში, ქართული საბალეტო დასის ჩასვლა და მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე გამოსვლა, მთლიანად რუსულმა მხარემ დააფინანსა.

“უბრალოდ ეს რიცხვი დაემთხვა, მე ამაზე არ მიფიქრია. მაგრამ, საერთოდ ეს ფაქტი არსებობს. მაგრამ, უბრალოდ, ეს დღეს იყო ერთადერთი, რომელიც დაგეგმილი იყო ერთი წლის წინ”, – აღნიშნა ნინო ანანიაშვილმა.

Comments
Loading...