ნინო ბურჯანაძე – გაფრთხილებთ ბატონებო, ძალიან საშიშ თამაშს თამაშობთ

ნინო ბურჯანაძე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში დაწყებულ განხილვებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დარჩენაა. აღნიშნულ კომენტარს “დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი და ჩემი თანამებრძოლების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო გარემო ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და სრულიად ნათელია, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა არა სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა, არამედ ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დარჩენა. თავად ისიც კი, რა მოდელიც მათ შემოგვთავაზეს ვითომ და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად, ძალიან ნათლად აჩვენებს იმ არგუმენტის სიმყარეს, რომელზეც მე ახლა ვსაუბრობდი. გადაწყვეტილება მომზადებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ დალაგდეს ის რაიონები და მაჟორიტარული წესით ისე ჩატარდეს არჩევნები, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი ვითარება შექნას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მხოლოდ თავისთვის და მისი სატელიტი ორგანიზაციებისათვის ოდნავ მაინც შეალამაზოს საარჩევნო გარემო. გაფრთხილებთ ბატონებო, ძალიან საშიშ თამაშს თამაშობთ. დღეს თქვენ არათუ 73%, არამედ 33% -ის მხარდაჭერაც არ გაქვთ და თუ იქნება მცდელობა იმისა, რომ არჩევნები გაყალბდეს, ეს ძალიან მძიმე რეალობას შექმნის უპირველეს ყოვლისა, “ქართული ოცნებისთვის”. რა თქმა უნდა, ეს იქნება არასახარბიელო ქვეყნისთვის, ჩვენ კატეგორიულად ვაპროტესტებთ იმ ფარსს, იმ თვალთმაქცობას, როელსაც ახლა ადგილი აქვს საარჩევნო გარემოს ვითომდა გაუმჯობესებასთან დაკავშირებით” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.