ნინო ბურჯანაძე: ივანიშვილმა „ნაციონალები“ და „რესპუბლიკელები“ საქართველოს თავზე დაასვა

პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა ბიძინა ივანიშვილს სრული ნდობა გამოუცხადა, მას სასიკეთო არაფერი გაუკეთებია და პირიქით, ქვეყანა ჭაობში შეიყვანა.

ნინო ბურჯანაძემ ეს გაზეთ ,,ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ყოფილმა პრემიერმა ,,ნაციონალები“ და ,,რესპუბლიკელები“ საქართველოს თავზე დაასვა.

,,არ მაინტერესებს, ვინ აშანტაჟებს და ვინ ატერორებს 7 მილიარდის პატრონ ბიძინა ივანიშვილს! ხალხმა ბიძინა ივანიშვილს გამოუცხადა სრული ნდობა, მან კი არც სამართლიანობა აღადგინა, არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით გააკეთა რამე, ,,ნაციონალები“ და ,,რესპუბლიკელები“ საქართველოს თავზე დაასვა და ქვეყანა ჭაობში შეიყვანა.

მე რომ დღეს პრეზიდენტი ვიყო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ქეყანაში ასეთი სიტუაცია არ იქნებოდა“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Comments
Loading...