ნინო ბურჯანაძეს ჩემს ოჯახსაც კი ვანდობ

“ეროვნული ფორმუმის” ერთ -ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ფორუმმა შესაძლოა “ქართული ოცნება” დატოვოს და ბურჯანაძესთან ერთად კოალიცია ჩამოაყალიბოს, გაზეთ “კვირის პალიტრასთა” კომენტარს აკეთებს . სანიკიძე ამბობს, რომ მიუხედავავდ იმისა, რომ ბურჯანაძე მისი შვილის ნათლიაა, ის მასთან შეხვედრისას პოლიტიკაზე არ საუბრობს.
“ნინო ბურჯანაძე ჩემი შვილის ნათლიაა. მეგობრებსა და ნათესავებზე კი არასდროს ვამბობ უარს. მეტიც, ნინოს ჩემ ოჯახსაც კი ვანდობ. რამე რომ დამემართოს, ვიცი ჩემებს ლუკმა-პურს არ მოაკლებს. რაც შეეხება პოლიტიკურ ერთობას, ნინოს თავის საქმეები აქვს, მე ჩემი. როცა ვხვდებით ჩვენს საქმეებზე არ ვსაუბრობთ.” აცხადებს სანიკიძე “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

Comments
Loading...