ნინო გვენეტაძე – საქმის დეტალებთან დაკავშირებით მოსამართლის დაკითხვას არ ვაპირებდი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ _ ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მედიას მოუწოდა, სწორად გაეშუქებინათ მისი განცხადება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის საბჭოს სხდომაზე მოწვევასთან დაკავშირებით. მან ჟურნალისტებს სთხოვა, დაესვათ აქცენტი იმაზე, რომ ურთმელიძის მოწვევა სხდომაზე გულისხმობდა მხოლოდ მისი სურვილის შემთხვევას:

„მედიას აქ შექმნილი გარემოების გამო ძალიან ვთხოვ, თუ თქვენ არასწორად გააშუქეთ და მიუთითეთ ურთმელიძის პოზიცია და ჩემი განცხადება, ეს თხოვნაა ჩემი საჯაროდ, იქნებ თქვენ, თქვენი შეხედულებით, მე თქვენ ვერაფერს ვერ დაგავალებთ, დააკონკრეტოთ განცხადების შინაარსი, რომელმაც ესოდენ დაძაბა სიტუაცია, არ გაკეთდა ხშირად დათქმა და მინიშნება, რომ მოსამართლის სურვილის შემთხვევა იყო აქ დაფიქსირებული. ყველა განცხადებაში, ჩემ მიერ წერილობით გავრცელებულში და ზეპირად გაკეთებულში. ეს არის თხოვნა, რაც საბჭოსაც მიეხმარება იმ პოზიციაში, რომ მე საქმის დეტალებთან დაკავშირებით მოსამართლის დაკითხვას არ ვაპირებდი. ვაპირებდი იმ საკითხებზე საუბარს, რაზეც დაახლოებით დღეს აქ იყო საუბარი”.

„მოსამართლემ დააფიქსირა თავისი სურვილი და არ მოვიდა. საბჭოს წევრებმა მოიწონეს ეს, – აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს კარგი სვლა იყო ჩემი მხრიდან, რომ საბჭოს ჰქონდეს უფრო მეტი აქტიურობები ამ მიმართულებით” _ განაცხადა გვენეტაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.