ნინო გვენეტაძე: უზენაესი სასამართლო თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სასამართლო თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო როგორც სახელისუფლებო შტოების, ასევე სხვა ფორმალური ზეგავლენისგანაც თავისუფალია.

„გახმაურებული საქმეები სასამართლოში მუდმივად არსებობს. საქმეები, სადაც საზოგადოებრივი ინტერესი მუდმივად მაღალია. ჩვენ ამ შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველვყოფთ პროცესის გამჭვირვალობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სასამართლო თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან, სახელისუფლებო შტოების მხრივაც და ასევე სხვა ფორმალური ზეგავლენისგან, რომელიც შეიძლება ასევე იყოს განხორციელებული სამართალწარმოების პროცესში სასამართლოს მიმართ“ – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

 

 

sazogadoeba.ge

Comments
Loading...